|
2019-12-16 12:46:58, 1517 ნახვა
პოლიტიკა
„დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ“ - საკრებულოსთან აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნა მიიტანეს
„დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ“ - ამ ლოზუნგით თბილისის საკრებულოსთან „სამოქალაქო მოძრაობის“, „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები და სანაგვე ყუთი აქვთ მიტანილი და მათი მთავარი მოთხოვნაა, საკრებულოს დეპუტატს, ერეკლე კუხიანიძეს შეუწყდეს სადეპუტატო უფლებამოსილება. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ცნობისთვის, ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდა. „ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც“, - წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)