|
2019-12-16 12:23:45, 1231 ნახვა
პოლიტიკა
ჰარცელი ვაჟა გაფრინდაშვილზე: განვაგრძოთ დიპლომატიურ ზეწოლას, რათა ვიპოვოთ გამოსავალი არალეგალური დაკავებიდან
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე მხარეებმა აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს. ელჩის თქმით, ევროპული სამშვიდობო მისიები აქტიურად მონაწილეობენ ექიმის გათავისუფლების საქმეში და ელოდებიან კონკრეტულ შედეგებს. „ჩვენ, ევროპულ სამშვიდობო მისიებთან ერთად ვცდილობთ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, რათა ვიპოვოთ გამოსავალი ამ არალეგალური დაკავებიდან.გასულ კვირას, ჟენევის მოლაპარაკებებზე მხარეებმა აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს. ჩვენი მხრიდან განვაგრძობთ მაქსიმალურად დიპლომატიურ ზეწოლას. ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრა დადებით შედეგს გამოიღებს და ექიმს მალე გაათავისუფლებენ. აქტიურად ვართ ჩართული აღნიშნულ მოლაპარაკებებში და ველოდებით კონკრეტულ შედეგებს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)