|
2019-12-16 11:18:17, 1243 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც
„სადაც საჭირო არის სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც ვივლი ძალიან თავისუფლად, ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტსა და ხალხს შორის ურთიერთობა არ გაწყდეს. „მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. მე დავდივარ ქუჩაში, დავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს ძალიან დიდი დოზით და ძალიან დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, ეს არის და არა რაღაც კრიტიკები და ხუთკაციანი გამოსვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ეს ურთიერთობა. ამიტომ, სადაც საჭირო არის სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა ადგილებში თავშეყრის ადგილებშიც ვივლი ძალიან თავისუფლად. ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად, სადაც საჭიროა და როგორც საჭირო არის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)