|
2019-12-16 11:04:35, 1338 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - არ მაქვს უფლება, ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს
„მე როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება, ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოხატონ. „პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან მე რომელსაც ვემხრობი არაერთხელ მაქვს ნათქვამი. თუმცა, მე როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება, ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს. ნუ მიხსნით ვინ ვარ. მე ვარ ქვეყნის პირველი პირი და პრეზიდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ამ საკითხზე უნდა დავუთმო პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, ვისურვებდი, რომ ამ საკითხზე და სხვა ბევრ საკითხზე დაპირისპირების ნაცვლად მოინახოს რამე გამოსავალი. ეს არის საჭირო ქვეყნის სტაბილურობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის და მეც ამის მომხრე ვარ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)