|
2019-12-14 15:47:49, 1808 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: პოლიტიკურ დევნაში მონაწილე მოსამართლეებს და პროკურორებს თავისუფალ ქვეყნებში შესვლა უნდა შეეზღუდოთ
„ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომ პოლიტიკურ დევნაში მონაწილე მოსამართლეებს და პროკურორებს შეეზღუდოთ თავისუფალ ქვეყნებში შესვლა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს ოპოზიციასა და დიპლომატიურ კორპუსს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია საელჩოებს იმ მოსამართლეების, პროკურორების და გამომძიებლების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რომლებიც პოლიტიკურ „გაპრავებაში“ ბიძინა ივანისვილის დავალებით არიან ჩართულნი. „ჩვენი დღევანდელი დღის მთავარი თემა ელჩებთან შეხვედრისას ეხებოდა პოლიტპატიმრებს და იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში. ხუმრობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის შტაბ-ბინად გადაიქცა იმიტომ, რომ ყველა დარბაზში რაღაც პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია, ეს არანორმალურ სიტუაციას ქმნის. ამასთან ერთად, სულ უფრო მოხშირდა დაუსჯელი თავდასხმები და პირიქით, აქეთ გვადანაშაულებენ ხოლმე. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა იმ მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის პროფილს გავაკეთებთ და საელჩოებს მივაწვდით, ვინც ამ პოლიტიკურ „გაპრავებაშია“ ჩართული. ყველას კარგად გვესმის, რომ ამის დავალებას ივანიშვილი იძლევა. ჩვენ ვხედავთ სასამართლოს, რომელიც პირდაპირ ძალადობის ინსტრუმენტია და ნოტანიუსივიტ აფორმებს ყველა იმ ტყუილს, რომელსაც პროკურატურა მიაწვდის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ ყოველი მოსამართლე, ყოველი პროკურორი, რომელიც მონაწილეობს და ასევე გამოძიება, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკურ დევნაში, პოლიტიკური ოპონენტების თავდასხმაში და მერე ამ ყველაფრის „გაპრავებაში“, სულ მცირე, თავისუფალ ქვეყნებში ევროკავშირი იქნება ეს თუ ამერიკა შეეზღუდოთ შესვლა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)