|
2019-12-12 17:00:50, 1745 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა
პარლამენტმა მოქმედი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაამტკიცა. თადუმაძის კანდიდატურას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში საპარლამენტო ოპოზიცია არ მონაწილეობდა. შეგახსენებთ, მოსამართლეობის კანდიდატების უმრავლესობა ოპოზიციისთვის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია, რის გამოც მათ პროტესტი არაერთხელ გამოხატეს. კანდიდატებს შორის ერთ-ერთი, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არსებობს, სწორედ მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი განათლების ხარისხია. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე განცხადება დღესაც გაკეთდა. კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "მოქმედი გენერალური პროკურორის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება“.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)