|
2019-12-12 14:13:31, 1416 ნახვა
პოლიტიკა
პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად, ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა
პარლამენტის სასესიო დარბაზში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. მისი თქმით, დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რომელსაც მძაფრი სუნი ჰქონდა და ამან ალერგიული შეტევა გამოიწვია. „ზოგადად მაქვს ენდოტრაქიალური, აი სუნამოზეც ალერგია მაქვს ყველას ვერ მისხამ. რომ შემოვიდნენ დავინახე, მაგრამ დასხმა არ მინახავს“,- აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, არ დაუნახავს, ვინ შეიატანა ნივთიერება პლენარულ სხდომათა დარბაზში. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ორმა დეპუტატმა დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანა. კობახიძის განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. მან ასევე უსაფრთხოების მიზნით, დეპუტატებს და მედიას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)