12:40 - 04 Aug, 2026
|
2019-12-12 13:23:53, 1239 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ევაკუაცია გამოცხადდა [ვიდეო]
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ორმა დეპუტატმა დარბაზში გარკვეული ნივთიერება შემოიტანა. „ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხეს აქ. ალბათ ხვდებით, მიზანი რა არის. შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება. ალბათ სასურველია, რომ 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. მან ასევე უსაფრთხოების მიზნით, დეპუტატებს და მედიას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)