|
2019-12-12 11:18:21, 1068 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია მოსამართლეობის კანდიდატებს: სასწრაფოდ თქვით, რომ აღარ გინდათ კენჭი გიყაროთ პარლამენტმა
„მივმართავ იმ 19 კანდიდატს, სასწრაფოდ თქვით, რომ აღარ გინდათ თქვენ კენჭი გიყაროთ პარლამენტმა“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მან ასევე კანდიდატებს მოუწოდა, ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის წინაშე ნუ დააყენებენ. „მივმართავ იმ 19 კანდიდატს, სასწრაფოდ თქვით, რომ აღარ გინდათ თქვენ კენჭი გიყაროთ პარლამენტმა, ნუ აყენებთ ქვეყანას მძიმე არჩევანის და პოლიტიკური კრიზისის წინაშე. რად ღირს თქვენი ლეგიტიმაცია, როდესაც თქვენ არ გენდობათ პარლამენტის ნაწილი, რომელსაც აქვს უფლება ილაპარაკოს ადამიანების სახელით. უღირს „ქართულ ოცნებას“ ამ სანახაობის ფონზე, რომელიც ხდება აქ და გარეთ, კენჭისყრის ჩატარება? იმაზე უარესად იქცევიან, ვისაც თითქოს ემიჯნებიან. იმათ ტვინი მაინც ჰქონდათ, რომ პროტესტის დროს უკან დაეხიათ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)