|
2019-12-12 10:47:09, 1011 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაურია - ოხანაშვილმა მანდატურის სამსახურს ბოკუჩავას სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაავალა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაურია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, დეპუტატებს სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევს და სხდომის ჩაშლას ითხოვს. ანრი ოხანაშვილმა ბოკუჩავას გაფრთხილებით მიმართა, რომ თუ არ დამშვიდდება, მას კომიტეტის სხდომას დაატოვებინებენ. ბოკუჩავა იურიდიული კომიტეტის სხდომის დატოვებაზე უარს აცხადებს. კომიტეტის სხდომაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ წევრებს „მონები“ უწოდა. „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ მოხდეს უზენაესი სასამართლოს მონებით დაკომპლექტება. თქვენ ხართ მონები. მოვითხოთ, რომ გადაიდოს ეს სხდომა, იმისთვის რომ უზენაეს სასამართლოში არ გამწესდნენ მონები და არ წაართვან ჩვენ ქვეყანას სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და ვიღაც გვრიტიშვილებმა არ უნდა გადაუწყვიტონ ჩვენ შვილებს ის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)