12:43 - 04 Aug, 2026
|
2019-12-12 10:13:37, 1177 ნახვა
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ენმ-ს წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. საკითხს მოგვიანებით სესიაზე უყრიან კენჭს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა სხდომაზე განაცხადა, კომიტეტმა რეგლამენტის შესაბამისად 15 დღის ვადაში გამოითხოვა სასამართლოს განჩინება, რომელიც შეისწავლა და დადასტურდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი შესულია ძალაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, მას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)