10:44 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 13:20:05, 1308 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: „გერმანული მოდელის“ მაჟორიტარული ნაწილის განსახილველად გუნდში ვიმსჯელებთ

„ „გერმანული მოდელის“ მაჟორიტარული ნაწილის განსახილველად გუნდში ვიმსჯელებთ და ვნახოთ როგორ გაგრძელდება“,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ  დიპლომატებმა ხელისუფლებას ე.წ. „გერმანული მოდელისგან“ დამოუკიდებელი საარჩევნო ცვლილება შესთავაზეს, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება.

„ზოგადად, გვექნება გუნდში მსჯელობა ყველა ვერსიასთან დაკავშირებით და, მათ შორის, გუშინ შემოთავაზებულ ვარიანტთან დაკავშირებითაც. ვნახოთ, ამის მიხედვით საით წავა პროცესი. მათ ჰქონდათ წარმოდგენილი ვარიანტი გერმანული მოდელის ფარგლებში და გერმანული მოდელისგან დამოუკიდებლად საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგვთავაზეს ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება. ამაზე იქნება მსჯელობა და ვნახოთ როგორ გაგრძელდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდისა და გაერთიანებული ოპოზიციის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით გუშინ, 8 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შედგა, შეხვედრა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
ბათუმის მერიის თანამშრომელმა დიდი ოდენობით ქრთამი აიღო, იგი დაკავებულია
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ მოსკოვის ოლქსა და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად Wildberries-ის საწყობებს შეუტია, ხუთი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics