10:44 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 00:00:21, 1838 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ჩვენთვის გერმანული მოდელი არის მიუღებელი, ვინაიდან არის ანტიკონსტიტუციური

ჩვენთვის გერმანული მოდელი არის მიუღებელი, ვინაიდან არის ანტიკონსტიტუციური, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.

"შეხვედრა ვერაფერი კონკრეტული შეთანხმებით, რაიმე არსებით საკითხზე ვერ შედგა. საუბარი იყო საკმაოდ გრძელი და დრო წაიღო იმაზე მსჯელობამ, რომ მედიატორების ჩართულობით მეორე მხარეს ავუხსენით, გერმანული მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და მიუღებელი.

მეორე ნაწილი დისკუსიის ეხებოდა იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს საკითხი, ხომ არ გვემსჯელა მხარეებს, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ერთი ნახევარი იყოს არა ერთმანდატიანი მაჟორიტარული, არამედ მრავალმანდატიანი. ამასთან დაკავშირებით ვთქვით, რომ ვიმსჯელოთ და ოპოზიციამაც განაცხადა, რომ იმსჯელონ, მოსწონთ და აწყობთ თუ არა ეს მოდელი. მე ვფიქრობ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება იმაზე, რომ დღეს წამოჭრილი საკითხები განვიხილოთ. 

ვერავითარი კომპრომისი ვერ შედგებოდა, გერმანული მოდელი თავიდან განხილვას არ ექვემდებარება,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
ბათუმის მერიის თანამშრომელმა დიდი ოდენობით ქრთამი აიღო, იგი დაკავებულია
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ მოსკოვის ოლქსა და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად Wildberries-ის საწყობებს შეუტია, ხუთი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics