|
2019-11-28 10:57:25, 1181 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების დესტრუქციული ქმედება, მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას
„ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ ყველა ეს დესტრუქციული ქმედება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არა ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, არამედ სრულიად სახელმწიფოს ბლოკირებას ნიშნავს. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლება შეიძლება მიაჩნია პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ, სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი მსგავს ნაბიჯებზე იქნება სრულად კანონიერი და გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე. გარდა ამისა, ერთმნიშვნელოვნად ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ ყველა ეს დესტრუქციული ქმედება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას. ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას, ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, თითოეულ თქვენგანს, გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება და ჩვენი კონცენტრაცია, რამეთუ ყოველდღიურად, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ სახლემწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება. ჩვენი ვალდებლებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ მასწავლებელზე, თითოეულ მედიკოსზე რიგით მოქალაქეებზე, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და ვინც არ უნდა ცდილობდეს, სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით სახელმწიფოს ბლოკირებას, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური პროცესი არის ის პროცესი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს მედიაში, პარლამენტში, შეიძლება ის მიმდინარეობდეს ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით. საბოლოო ჯამში, ეს არის პროცესი, რომელიც სრულდება ლოგიკურად საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)