06:56 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 10:32:38, 1090 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი: სადამდეც საჭირო იქნება, ვიდგებით ყველა მოქალაქის დასაცავად, მათ შორის, მომიტინგეების

„ჩვენ პოლიციელები ვართ და რამდენიც საჭირო იქნება ვიდგებით ქუჩების, მოქალაქეების დასაცავად, მათ შორის მომიტინგეების“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შს მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სიტუაცია ყველას უქმნის დისკომფორტს.

„დისკომფორტი როგორ არ არის, ოთხი დღე რომ გარეთ ვდგავართ დილიდან. პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები. ყველა ვართ ცოდო, ყველა მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელიც წუხდება და ის მოქალაქეებიც, რომლებიც გარეთ დგანან. რა თქმა უნდა, ცუდია რაც მოხდა და ყველასთვის დისკომფორტია, თუმცა გადაწყვეტილება რაც მიიღო პარლამენტმა, მე არ შემიძლია შევცვალო. მთავრობის წევრები მხარს ვუჭერდით პროპორციულ სისტემას, თუმცა ჩავარდა. მივუშვა და შევარდნენ პარლამენტში, დაანგრიონ, დალეწონ, გადაკეტონ გზები? ეს არის ნორმალური?“, - განაცხადა გომელაურმა.

მანვე დასძინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია საპოლიციო რესურსი და თუ აქციის მონაწილეები კანონის დარღვევას შეეცდებიან, პოლიცია იმოქმედებს შესაბამისად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics