05:54 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 22:59:12, 1330 ნახვა

პოლიტიკა
„ჯონჯოლი მოვუტანეთ“ - აქციის მონაწილეები ერთ-ერთ სალობიესთან მივიდნენ, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა

საპროტესტო აქციის და პარლამენტის პიკეტირების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ სალობიეში იმყოფებოდა.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები მივიდნენ და სალობიეში შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პრეზიდენტის დაცვის წევრებმა არ მისცეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პრეზიდენტისთვის ჯონჯოლი მიიტანეს.

სალომე ზურაბიშვილმა სალობიე საპატრულო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა. პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის პიკეტირებას ცდილობენ. ისინი აცხადებენ, რომ ხვალ საპარლამენტო უმრავლესობას პლენარული სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში დილიდან პოლიციის დამატებითი ძალებია განლაგებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics