04:51 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 18:00:36, 1239 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: ოპოზიციის მოთხოვნა სპეკულაციურია, რადგან „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციას არ შეესაბამება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით,  ოპოზიციის მოთხოვნა 2020 წლის არჩევნების გერმანული ან მისი მსგავსი მოდელით ჩატარების შესახებ, არაკონსტიტუციურია.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციონერების მოთხოვნა სპეკულაციურია.

"კრიზისიდან გამოსავალი არის ის, რომ შევხედოთ სიმართლეს. ერთი მხრივ ჩვენ გვესმის სპეკულაციური განცხადებები, ნახეთ ალბათ, როგორ შეცვალეს მესიჯი ბოლო დღეების განმავლობაში, რომ არა "გერმანული მოდელი", არამედ გერმანულის მსგავსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა იურისტი, რომელიც სუბიექტური არ არის, თანხმდება იმაზე, რომ გერმანულის მსგავსი მოდელიც კი, სადაც პრინციპია მთავარი, რომ ის არის პერსონიფიცირებული პროპორციული სისტემა, აქედან გამომდინარე, ეს არის კონსტიტუციის შეუსაბამობა. აქედან გამომდინარე, მათი მოთხოვნა არის არარელევანტური, სპეკულაციური და თავად შეჰყავთ პროცესები ჩიხში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics