00:39 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 22:20:42, 1786 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი - მივმართავ მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება და საქართველოში მიმდინარე პროცესზე გავლენა მოახდინეთ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას უცხო ქვეყნის მეგობარ პრეზიდენტებს მიმართა, საკუთარი კავშირები გამოიყენონ და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გავლენა მოახდინონ.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველო, რომელიც დასავლელ მეგობრებს ძალიან მოსწონდათ, საფრთხის წინაშეა.

„მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს ათობით დედაქალაქში. ჩემო ევროპელო, ჩემო ამერიკელო, ჩემო დასავლელო მეგობრებო, უნდა იცოდეთ, რომ ცდილობენ, იმ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც თქვენ ასე მოგწონდათ, მომავალი დაუმთავრონ. განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს ან ეს ქვეყანა დაემსავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი ცხოვრების წესად იქცა. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი. არ ვართ ჩვენ ამის ღირსი. ვუერთდები აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი ბრძოლის მხარდამჭერი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics