|
2019-11-14 21:33:00, 1602 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ენას ძვალი არ აქვს, ოპონენტებს ყველაფრის თქმა შეუძლიათ
„ნაციონალური მოძრაობა“ „მელკი“ ტყილებით არის გამორჩეული, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ კამპანიის ნარატივი იყო, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში 30%-ზე მეტს ვერ აიღებდა. „მარტივი მათემატიკაა, თუ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 30%-ზე მეტს, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული სისტემა გვექნება, თუ შერეული. აი, ამ დონის „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული „ნაციონალური მოძრაობა“. აბსოლუტურად წარმოუდგენელია ასეათი სიცრუით როგორ შეიძლება კაცი და ქალი მოქმედებდეს. თუ 30%ზე მეტს ვერ აიღებს პარტია, სულერთია როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში აგებს არჩევნებს. ენას ძვალი არ აქვს. ოპონენტებს შეუძლიათ ყველაფერი თქვან. თვითონ იხლართებიან ხოლმე თავიანთ ტყუილში. ცოტახნის წინ, სააკაშვილი საუბრობდა წყალტუბოს პროექტზე. რა თქმა უნდა, დაგმო და თქვა, რომ ჩვენ 2008 წლიდან დავიწყეთ ეს პროექტი და 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა „ქართული ოცნების“ გამო ვერ დავასრულეთო. ეს ხომ ბურატინოს რანგის ტყუილია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)