23:50 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 14:07:56, 1208 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ისეთი სამარცხვინო რამ მოხდა, პარლამენტი აღარ ჰყავს ქვეყანას

„დღეს ისეთი სამარცხვინო რამ მოხდა, პარლამენტი აღარ ჰყავს ქვეყანას“, - ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა ყველა მისი და სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდნენ.

„ყველა ჩვენ მხარდამჭერს და ასევე სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც მოვუწოდებ გადავიდეთ ქუჩაში. დღეს ისეთი სამარცხვინო რამ მოხდა პარლამენტში, რომ პარლამენტი აღარ ჰყავს ქვეყანას. მე როგორც ვატყობ, ხელისუფლებაც აღარ ჰყავს ქვეყანას. პასუხისმგებლობას შექმნილ კრიზისზე ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების პოლიტიკურ ელიტას. ორი დღის განმავლობაში იყო პოლიტიკური მელაკუდობა, სრულიად დაუჯერებელია, რომ მაჟორიტარები აუმხედრდნენ ბიძინა ივანიშვილს, წარმოუდგენელი რამ არის ეს და თუ ეს ასეა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი როგორ მართავს პარტიას? როგორ არის პარტიის თავმჯდომარე თუ მის ხედვას, მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს მისივე გუნდი. „ქართული ოცნება“ ქვეყანასაც ვერ მართავს და ამიტომ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლება ხელში არ ჩაიგდონ „ნაციონალური მოძრაობის“ ავანტიურისტებმა. აი ეს უნდა გავაკეთოთ, ახლა ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics