23:49 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 13:56:20, 1033 ნახვა

პოლიტიკა
კომპრომისზე ვერ წავიდოდი - თამარ ხულორდავამ უმრავლესობა დატოვა

პარლამენტის წევრმა თამარ ხულორდავამ უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხდა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იყო პრინციპული და ის კომპრომისზე ვერ წავიდოდა.

.ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა კენჭისყრის შედეგმა, რომელიც ჩემთვის იყო მოულოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა მომხდარიყო აზრთა კონსოლიდაცია, ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ კენჭისყრის შედეგი იქნებოდა დადებითი. ეს იყო პრინციპული საკითხი და ამ საკითხზე ჩვენ კომპრომისზე ვერ წავიდოდით. ამის შესახებ იცოდა პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმაც", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics