21:54 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 14:43:20, 1405 ნახვა

პოლიტიკა
ძიძიგური სამადაშვილს: მე რომ თქვენ სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, მოგეწონებათ?

 „მე რომ თქვენ სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, მოგეწონებათ?“, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სალომე სამადაშვილს, რომელმაც პარლამენტის უმრავლესობის წევრებს, პლენარულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გოშიები უწოდა.

ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის წევრებს პოლიტიკური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდა.

„ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან უმრავლესობის წევრებს გვიწონდა ივანიშვილის გოშიები. სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო, განათლებული ქალბატონი ბრძანდება, ერთმანეთის კოლეგები ვართ, მე, რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? ასეთი მიმართვა კოლეგასტან შეიძლება? პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ არ დასრულდება. ყველამ გავითვალისწინოთ, რომ ის რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაც ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს უნდა ვიცავდეთ, ამის ვალდებულება ყველას გვაქვს“, - განაცხადა ძიძიგურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics