|
2019-11-08 12:19:55, 2087 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი ვასაძესა და მის თანამოაზრეებზე: თუ ვინმე ეცდება, რომ კანონის ფარგლებიდან გავიდეს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება
„თუ ვინმე ეცდება, რომ კანონის ფარგლებიდან გავიდეს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული პირის კომენტარი ექვემდებარება თუ არა რაიმე კვალიფიკაციას, ეს კონკრეტული უწყების შეფასების საგანია. „კონკრეტული პირის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, შეესაბამება თუ არა ეს კონკრეტული კომენტარი რაიმე სახის სამართლებრივ რეაგირებას, ამას წყვეტს კონკრეტული საგამოძიებო ორგანო. პოლიტიკური შეფასება რომ გავაკეთო, სწორი არ იქნება. თუ კი ვინმე გაბედავს და კანონის ფარგლებს მიღმა გავა, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი უწყება მოახდენს ამაზე სამართლებრივ რეაგირებას. მუქარის ენით საუბარს, რა თქმა უნდა, არავინ დატოვებს რეაგირების მიღმა თუ კი ეს იქნება გამოხატული კანონდარღვევაში, სადაც იქნება კანონის შესაბამისად ჩარევა და რეაგირება საჭირო. აქედან გამომდინარე შეფასება, კონკრეტული პირის კომენტარი ექვემდებარება თუ არა რაიმე კვალიფიკაციას, ეს კონკრეტული უწყების შეფასების საგანია. თუ კი კანონის საფუძველზე იქნება ამის საჭიროება, რეაგირება მოხდება. ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ. განუხრელად შეხედულებებისა და დამოკიდებულებისა ამა თუ საკითხისადმი. თუმცა, როგორც კი ვინმე ეცდება, რომ კანონის ფარგლებიდან გავიდეს, ამ ყველაფერს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვცეკვავთ“ პრემიერა დღეს, 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება.
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)