|
2019-11-08 10:59:05, 2113 ნახვა
პოლიტიკა
სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს მან მონაწილეობა მიიღო გერმანიის კულტურული დიპლომატიის აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „30 წელი ბერლინის კედლის დაცემიდან", სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოაგდოებას. სოფიო ქაცარავამ შეხვედრები გამართა კონრად ადენაუერის ფონდის მმართველი საბჭოს წევრთან, ევროპარლამენტის ყოფილ პრეზიდენტთან ჰანს გერჰარდ პოტერინგთან, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელთან კარლ ლამერსთან; ბუნდესტაგის დეპუტატთან, ფედერალური მთავრობის კოორდინატორთან რუსეთის, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის ურთიერთობების საკითხებზე, დირკ ვიზესთან. შეხვედრების მთავრი თემა იყო საქართველო-გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. სოფიო ქაცარავამ ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე და ამ პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. სოფიო ქაცარავამ გერმანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ინსტიტუციური, დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში განხორციელებული კონტრიბუციისთვის.
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)