|
2019-11-07 17:20:31, 2116 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: მოვუწოდებ არასამთავრობოებსა და მოქალაქეებს, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრისას პროტესტი მძლავრად გამოხატონ
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით დღეს, ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. დეპუტატმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დროს, პროტესტი მძლავრად გამოხატონ. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ყველა დაინტერესებულმა მხარემ ხვალიდან უნდა დაიწყოს კონსულტაციები და შეთანხმდეს, თუ რა ფორმით გამოიხატება ეს პროტესტი. „მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კარგად ესმის რას ნიშნავს დაცულობა კვლიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის ხელში, რომ კენჭისყრის დღეს პროტესტი მძლავრად იყოს გამოხატული. ეს პროტესტი უნდა გაიგოს საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც ხალხის სახელით უნდა გადაწყვიტოს ხალხის მომავალი. ეს მომავალი არის თქვენს ხელში, რაც უფრო დიდი იქნება საპროტესტო განწყობა, რაც უფრო დიდი იქნება ამ სიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის წნეხი, მით უფრო რეალური იქნება მეორედ ავირიდოთ ის საფრთხე, რომელიც ავირიდეთ 2018 წლის დეკემბრის ბოლო კვირას. ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად, განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები აქვს, რა თქმა უნდა, იმათ გარდა, ვინც თავად იყო ამ ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი, უნდა დავიწყოთ კონსულტაციები ხვალიდნავე იმისთვის, რომ მოვიფიქროთ, შევარჩიოთ პროტესტის როგორი ფორმა იქნება ყველაზე რელევანტური, შესაფერისი. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ იმ განზრახვას, რომ არჩეულნი იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი კონსტიტუციური ფორმა, რომ საქართველოს პარლამენტის თითოეულმა წევრმა გაიგოს საკუთარი მოქალაქეების და ამომრჩევლების ხმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)