|
2019-11-05 17:07:38, 2331 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველმა ხელისუფლებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლების გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა
სახალხო დამცველმა პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს ლგბტ+ თემის თავისუფლების შეზღუდვის პრევენციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ, სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი. ომბუდსმენი მათ ლგბტ+ თემის წარმომადგენლების თავისუფლების შეზღუდვის ინდივიდუალური ფაქტების პოლიტიკურ დონეზე განხილვის და ერთიანი პრევენციული და რეაქტიული ღონისძიებების დაგეგმვისაკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველის წინადადებაში საუბარია 2018 წლის 9 სექტემბერს საფეხბურთო მოედანზე ლგბტ+ სიმბოლიკის შეტანის აკრძალვის საკითხზე, ასევე, 2019 წლის 18-23 ივნისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებსა და ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი ულტრა მემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე. ომბუდსმენის შეფასებით, თვალსაჩინოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვის კუთხით, ბუნდოვანია და არ ადასტურებს უფლებათა დაცვის სისტემური ხედვის არსებობას და ფაქტების პოტენციური შედეგების ანალიზს. "ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მოუწოდა თანამდებობის პირებს, გაატარონ ქმედითი პრევენციული და პროაქტიული ზომები ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით და ეფექტიანად მოხდეს 2018 წლის 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან მომხდარი ინციდენტებისა და ლევან ვასაძის განცხადებების კანონთან შესაბამისობის გამოძიება და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ." - წერია განცხადებაში. გიორგი ჩაფიძე
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)