|
2019-10-31 18:23:17, 2220 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ თუ ასე გააგრძელებს
„ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ თუ ასე გააგრძელებს“, - ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის თანამდებობიდან გათავისუფლება პატრიარქის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. „მე არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ, მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ პეტრედ. პეტრედ, რომელიც მისი აზროვნებიდან და ლექსიკიდან გამომდინარე ნამდვილად აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს. დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. სინოდმა პეტრესთან მიმართებაში ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ასეთი ხალხისგან ეკლესია უნდა განიწმინდოს. როდესაც ამ სიტუაციიდან გამოსავალზე ვლაპარაკობთ, მე არ ვარ კათალიკოს-პატრიარქზე ჭკვიანი და იმედი მაქვს მისი ბრძნული გადაწყვეტილებების . ზუსტად ვიცი, რომ სინოდშიც არის წესიერი, ბრძენი და ძალიან ჭკვიანი მეუფეები. საბედნიეროდ, სინოდს მარტო ოდიოზური პეტრე არ ჰყავს და არსებობენ ბევრი ჭკვიანი მღვდელმთავრები. სწორედ ამ ხალხის გადასაწყვეტია ის ვითარება, როგორ ჩაქრეს და დამშვიდდეს ეკლესიის გარშემო შექმნილი ამბები. დღეს საპატრიარქომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარ არის პეტრე და არის მოქალაქე პეტრე. ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. გიორგი ჩაფიძე
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)