|
2019-10-31 12:49:58, 1855 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე: „გვეშველება რამე?“ სიტყვა უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან - გვეშველება, თუ ვიდგებით ერთად
„ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა ნიჰილიზმის დაძლევაა, იმ მდგომარეობის დაძლევა, სადაც ადამიანები ამბობენ, გვეშველება რამე? ეს სიტყვა უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან. ჩვენ გვეშველება, თუ ვიდგებით ერთად და ამ უსამართლობას დავძლევთ ერთიანად“ - ამის შესახებ „თიბისი ბანკისა“ და „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის „ღია ოფისის“ გახსნაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ ჩავა ყველა სოფელში და შეხვდება მოსახლეობას. ამიერიდან „ღია ოფისები“ ქვეყნის რეგიონებსა და დიდ ქალაქებში გაიხსნება. „ეს არის ადგილი, სადაც რიგითი მოქალაქეები გაწევრიანდებიან ჩვენს პარტიაში და თქვენთან ერთად დავგეგმავთ იმ გამოსავლის გზებს, რომელიც ქვეყანას სჭრიდება. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ საქართველოს დანაწევრება დამთავრდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომელსაც 12 დეკემბერს, პარტიის დაფუძნების დროს გაგაცნობთ. დღეიდან ჩვენ გავხსენით ეს კარი, რასაც ჰქვია ურთიერთობა, ერთად ყოფნა, გაზიარება, ახალი და გამარჯვებული საქართველოს შექმნა“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)