|
2019-10-23 15:31:28, 2176 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატის სხდომათა დარბაზიდან გაძევებას ითხოვს
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი კანონმდებლებს მოუწოდებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევონ. ამის მიზეზად გოგიჩაიშვილი, მოსამართლეობის კანდიდატის მხრიდან მის მიმართ უპატივცემულობას ასახელებს. მანამდე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მისთვის განკუთვნილი 15 წუთის განმავლობაში, სილაგაძეს ორი კონკრეტული კითხვით მიმართა. კერძოდ, გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, როგორ მოხვდა სილაგაძე იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ათკაციან სიაში და როგორ ხდებოდა რომ მის სტატისტიკაში 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გამამართლებელი განაჩენი არ არსებობდა, ხოლო შემდგომში ასეთი 22 განაჩენი დაფიქსირდა. ამ შეკითხვებს მოსამართლეობის კანდიდატმა არ უპასუხა და გოგიჩაიშვილი არაობიექტურობაში დაადანაშაულა. "თქვენც ვერ იქნებით ჩემს მიმართ ობიექტური, თქვენი სისხლის სამართლის საქმეც მაქვს განხილული", - მიმართა სილაგაძემ გოგიჩაიშვილს, რაზეც გოგიჩაიშვილმა მიუგო, რომ ეს არ ახსოვდა და ის კითხვებს მოსახლეობის სახელით სვამს. "როგორ მოხვდით 10-კაციან სიაში? 15 წუთის განმავლობაში ამ შეკითხვას დავსვამ, პასუხის არგაცემაც ხო პასუხია. მაშინ გააძევეთ. ბატონო პაატა, როგორ ხდებოდა რომ თქვენ სტატისტიკაში არ გაგაჩნიათ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გამამართლებელი განაჩენი და შემდგომ გაქვთ დაახლოებით 22. მოგწონთ ახლა თქვენი თავი? თუ გინდათ სარკეს შემოგიტანთ. ბატონ დავითს ვეუბნები, მე თქვენ ადგილას იცით რას ვიზამდი? მანდატურს ვეტყოდი, მოკიდეთ ბატონ პაატას ხელი და გააგდეთ ამ ოთახიდანო. მე ვიცავ პარლამენტის ღირსებას და მოგიწოდებთ ბატონი პაატა გააძევოთ, იმიტომ რომ ის პატივს არ სცემს არა ლევან გოგიჩაიშვილს, არამედ პარლამენტის წევრს", - მიმართა დეპუტატმა. თავის მხრივ სხდომის წამყვანმა, იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა გოგიჩაიშვილს განუმარტა, რომ მოსამართლეს აქვს უფლება კითხვაზე პასუხი არ გასცეს.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)