09:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 18:28:08, 455 ნახვა

საზოგადოება
ლიდერბეთმა ფეხბურთელ თენგიზ სულაქველიძის საღამო მოაწყო

ონლაინ ტოტალიზატორმა და კაზინო „ლიდერბეთმა“ პროექტ „ქართული სპორტის ლიდერების“ ფარგლებში, ქართველ ფეხბურთელ, თენგიზ სულაქველიძეს უმასპინძლა. შეხვედრა 19 მაისს, 14:00 საათზე „ლიდერბეთის“ ცენტრალურ ფილიალში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები, სპორტსმენები და თენგიზ სულაქველიძის მეგობრები. საღამოზე დამსწრე საზოგადოებამ ფეხბურთელის წარმატებული კარიერა გაიხსენა ვიდეო-ფირებისა და ფოტოების საშუალებით.

     თენგიზ სულაქველიძე - ნახევარმცველი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში”  (1974-78), თბილისის “დინამოსა” (1978-88) და “ჰოლმსუნდში”  (შვედეთი). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი (2 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე (1988) და ოლიმპიური თამაშების მესამე (1980) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982).სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 279 მატჩი (21 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981). სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). იყო საქართველოს 16- და 17-წლამდელთა ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელი (1994-95, 2000). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

     თენგიზ სულაქველიძე  დაიბადა 1956 წლის 23 ივლისს, ქალაქ ქუთაისში. 

  

 

 
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics