10:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-30 09:32:12, 230 ნახვა

მსოფლიო
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა

CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი, კატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრა, სადაც სამშაბათს აშშ-ირანის მოლაპარაკებებია მოსალოდნელი.

„ვიტკოფი ამჟამად დოჰაში მიემგზავრება“, - იტყობინება არხი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

CNN-ის ცნობით, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თან ახლავს თუ არა ვიტკოფს ჯარედ კუშნერი, აშშ-ის პრეზიდენტის სიძე.

ადრე ტრამპმა გამოაცხადა სამშაბათს დოჰაში დაგეგმილი აშშ-ირანის მოლაპარაკებების შესახებ. თუმცა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაგაეიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ თეირანი არ გეგმავს უახლოეს დღეებში აშშ-სთან ყატარში რაიმე სახის კონტაქტის დამყარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics