|
2015-04-09 12:56:07, 425 ნახვა
პოლიტიკა
ალექსი პეტრიაშვილი: ბექა მარგიშვილი ბევრი ჩვენთაგანისთვის სამაგალითო იქნება
„ბექა მარგიშვილი ბევრი კოლეგებისთვის და ბევრი ჩვენთაგანისთვის სამაგალითო იქნება“, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა ქაშუეთის ტაძართან განაცხადა. მისივე თქმით, ბექა მარგიშვილმა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სიცოცხლე გაწირა და ის ქვეყნის სამაგალითო ოფიცერია. „დღეს ძალიან მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენი ქვეყნის გმირს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს წირავდა საკუთარ სიცოცხლეს. ის არის სანიმუშო და სამაგალითო ოფიცერი, შვილი და ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი. ბექა მარგიშვილი არის გმირი პოლიციელი, ის იქნება სამაგალითო კოლეგებისთვის და ბევრი ჩვენთაგანისთვის“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა. ქაშუეთის ეკლესიაში დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)