16:31 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 18:47:36, 1857 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერს უმასპინძლა.

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრაზე, რომელსაც ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ,  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის განუხრელი მხარდაჭერისათვის.

 მათივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და რუსეთის იმ ქმედებების შესახებ, რომელსაც ფედერაცია, საერთაშორისო ნორმების დარღვევის მიმართულებით ახორციელებს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებთან დაკავშირებით.

 საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ არჩევნები და რუსეთის მხირდან აფხაზეთში დამატებითი შეიარაღების შეტანა, ასევე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ფედერაციის საჯარისო შენაერთების გაერთიანებასთან დაკავშირებული ე. წ. ხელშეკრულება.

 შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის და ნატო-ს მომავალი სამიტის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრეს, რომელშიც გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მისი მეგობარი ქვეყნების იმედი აქვს.

 მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics