|
2026-07-23 15:36:33, 281 ნახვა
პოლიტიკა
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. ორგანიზაცია წერს, რომ ქართულმა ოცნებამ მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობრივი გარემო შექმნა და ეს შემთხვევაც სწორედ ამის შედეგია. "ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა იზოლირებული შემთხვევა არაა. ის სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია, რომელიც, უკვე წლებია, აქტიურად გამოიყენება ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ. მესამე პირთა მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმა წარსულში იდენტიფიცირებული ქცევის მოდელია. სახელმწიფოს მხრიდან, როგორც წესი, ძალადობის წახალისების და დაუსჯელობის ზოგადი გარემოს შექმნის შედეგად, უგულებელყოფილი რჩება მისი ვალდებულება, დაიცვას ადამიანები ძალადობისაგან და უზრუნველყოს მოძალადეთა სათანადო პასუხისმგებლობა. ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა და ზემოთ განხილული ქცევის სხვა მოდელები, ერთიანობაში მიუთითებს, რომ ქართული ოცნება ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობრივ გარემოს ჯერ ქმნის და შემდეგ ინარჩუნებს, რითაც, რეპრესიის სხვა ფორმებთან ერთობლიობაში, ჩნდება, მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების მნიშნველოვანი გამოწვევები". - წერია საია-ს განცხადებაში. საია აგრეთვე წერს, რომ ძალადობის წამახალისებელ კამპანიებში დიდი როლი აქვს სამთავრობო მედიებსაც. "განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ძალადობის წამახალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პროსახელისუფლებო მედიას, რომელიც, ფაქტობრივად, საზოგადოებაში თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობისგან შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, ძალადობის სამიზნეების მონიშვნისა და მათი დისკრედიტაციის ფუნქციას ასრულებს". - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)