|
2017-04-24 18:46:32, 2012 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთში პრემიერის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა, - ვიზიტის დეტალებსა და საქართველო-ესტონეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა დღევანდელ შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, რასაც ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს. სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ესტონეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც განაგრძობს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება იქნება. ამ კონტექსტში, მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის შესახებ, რომელიც მიმდინარე წელს იგეგმება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას, რასაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ხურვალეთში პირადად გაეცნო. სვენ მიკსერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ესტონეთის ორმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, რომელიც წარმატებით ვითარდება. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიესალმება ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის ელექტრონული მმართველობისა და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმის მიმართულებით.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)