|
2017-04-21 11:20:12, 1817 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი: საქართველო ევროსაბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დარჩეს
„ევროკავშირი მიესალმება „ საქართველოში კონფლიქტის შესახებ" გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის გამოქვეყნებას და მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტის საკითხი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს", - ამის შესახებ ევროკავშირის დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების მნიშვნელობა და ის როლი, რომელსაც ამ პროცესში ევროპის საბჭო, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან ერთად ასრულებს, რაც „უნიკალურ შესაძლებლობას ქნის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი საზოგადოების წევრთა გასაერთიანებლად". ამ კონტექსტში ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებსა და კონსტრუქციულ მიდგომებს, ასევე „იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართულებით მიაღწია". განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კვლავ მხარს დაუჭერს კონფლიქტის რეგიონებში ნდობის აღდგენის, თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, კერძოდ ე.წ. შეთანხმებებს ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ, რაც, როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, „აფერხებს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების ძალისხმევას, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება როგორც საეთაშორისო სამართლის პრინციპებს, ისე რუსეთის მიერ ევროსაბჭოს ფარგლებში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს". ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ აღიარებს 12 მარტს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც რეგიონის სახელის შეცვლას ისახავს მიზნად . ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ყველა იმ დაბრკოლების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს, რომელიც ამ პროცესს ხელს უშლის.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)