|
2016-08-09 17:24:20, 2299 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის პოლიციამ ოლიმპიადაზე ნამიბიის ნაკრების მედროშე გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავა
რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაზე ნამიბიის ნაკრების მედროშე, ჯონას ჯუნიოსი, ბრაზილიის პოლიციამ გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. როგორც Dailymail-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, 22 წლის აფრიკელი მოკრივე ოლიმპიურ სოფელში მომსახურე პერსონალის ერთ-ერთ წარმომადგენელს ინტიმური კავშირის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა. გოგონამ სპორტსმენის წინადადებაზე უარი თქვა, სასტუმროს ნომრიდან გაიქცა და პოლიციას მიმართა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯონას ჯუნიოსი გოგონაზე ფიზიკურ ზეწოლას ახდენდა. პოლიციის განყოფილების უფროსის განცხადებით, ბრალდებული უკვე დაკავებულია და განყოფილებაშია გადაყვანილი. ცნობისთვის, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მსგავსი შემთხვევა უკვე მოხდა, როდესაც მაროკოელი მოკრივე ჰასან საადა დააკავეს, რომელიც ინტიმურ კავშირს ოლიმპიური სოფლის ერთდროულად ორ თანამშრომელს სთავაზობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)