17:42 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-10 15:42:56, 220 ნახვა

პოლიტიკა
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში კობა ლიკლიკაძე იკითხება.

ჟურნალისტებთან მან თქვა, რომ როცა აფხაზეთში იმყოფებოდა, ჯერ როგორც გაზეთ „საქართველოს“ კორესპონდენტი, ხოლო შემდეგ როგორც გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელი, არ ჰქონია ინფორმაცია „დატყვევების დროს აფხაზების დახვრეტის შესახებ“.

„სრულიად მოულოდნელი იყო მისგან, წარსულში კომპეტენტური სახელმწიფო მოხელისგან ეს განცხადება. რეალურად იცოდა, რომ მსგავსი რამ იქ არ მომხდარა.

აქ იმისთვის ვარ, რომ თუ გამოძიებას ექნება რაიმე შეკითხვა, ვუპასუხო იმ კომპეტენციისა და ცოდნის ფარგლებში, რაც გამაჩნია. ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ახლახან მეც მომივიდა და იმავე წუთში, როგორც კი დამირეკეს, პირდაპირი და გადაჭრით ბოდიში მოვიხადე ყველას წინაშე, ვინც ამის ადრესატი აღმოჩნდა ჩემი არასწორი შეფასებისა თუ ფაქტის დამახინჯების გამო. ეს ხდება, ადამიანები ვართ“, – თქვა ლიკლიკაძემ

ტვ პირველის ეთერში 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას კობა ლიკლიკაძემ თქვა, რომ თითქოს 10 აგვისტოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექიმებმა დატოვეს და დაჭრილები მიატოვეს:

„არ ვთქვი მაშინ ეთერში ერთი ფაქტი, რომელიც მე ვიცოდი, როდესაც პანიკის გამო გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაიკრიფა მედპერსონალი თავისი ტექნიკით და დატოვეს დაჭრილები, მძიმედ დაჭრილები მათ შორის, ეს მოხდა 10 აგვისტოს საღამოს. მე მივხვდი, რომ თუ ამ ინფორმაციას თუ გადავცემდი, ამას მოჰყვებოდა ისეთი პანიკა, რომ მეორე დღეს ქალაქი დაცლილი იქნებოდა“.

განცხადებას გამოეხმაურა ჰოსპიტლის ყოფილი თანამშრომელი, ანა ბოქოლიშვილი, რომელმაც ქრონოლოგიურად გაიხსენა როგორ და რა პირობებში მუშაობდნენ ომის დღეებში ექიმები. მისი თქმით, ცილისწამებაა, რომ მედპერსონალმა პაციენტები მიატოვა.

მოგვიანებით, „ფორმულასთან“ საუბრისას ლიკლიკაძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ფრაზა არასწორი ფორმულირებით თქვა:

„გულწრფელ სინანულს გამოვხატავ და მათ ბოდიშს ვუხდი, ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ღირსეული და გმირული საქციელიც კი აქვთ ჩადენილი და პირადად ვიცი ეს. ეს იყო ჩემგან არასწორად ფორმულირებული ფრაზა. უნდა მეთქვა, რომ „როგორც ამბობდნენ, თითქოს დატოვეს“, ეს იმ მომენტში ამომივარდა…“

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics