15:36 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-08 13:47:24, 258 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს

როგორ ბედავენ ადამიანები დღემდე პოლიტიკაში ყოფნას მას შემდეგ, რაც ჯარს, რომელიც ომში შეიყვანეს, თვითონვე დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს.

„რა შინაარსის იყო 12 აგვისტოს შეთანხმება და რაზე წავიდა მაშინ სააკაშვილი, ეს კიდევ ცალკე განსახილველი საკითხია. სხვათაშორის, 12 აგვისტოს შეთანხმებაზე საქართველოს და რუსეთი ხელმოწერასთან ერთად არის ევროკავშირის ხელმოწერა, როგორც გარანტის. რა გააკეთა ევროკავშირმა, რომ 12 აგვისტო შეთანხმება შესრულებულიყო?  სანქციები დაუწესა რუსეთს, რომ გაეყვანა ჯარები? არა, საქართველოს დაუწესა მაშინ სანქციები, ემბარგო დაგვადო მთლიანად დასავლეთმა იარაღის შესყიდვაზე, ნაომარ ქვეყანას, რომელსაც წინ ჰქონდა კიდევ საფრთხეები შესაძლო კონფლიქტებისა. იარაღს არ გვაძლევდნენ, ემბარგო და სანქცია დაგვადო ევროპამ და დასავლეთმა 2008 წელს და ამას შეეგუა „ნაციონალური მოძრაობა“.

ამის შემდეგ დაიწყეს საუბარი რუსეთთან კულტურული თუ სხვა ურთიერთობის აღდგენაზე და ერთი თვეც არ იყო გასული ომიდან, სექტემბერში, გახსოვთ გრიგოლ ვაშაძის განცხადებები. მხარი დაუჭირეს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მხარი დაუჭირეს PACE-ს რეზოლუციას, რომლითაც დააბრალეს ქართველ ჯარისკაცებს ომის დანაშაული. ეს ადამიანები როგორ ბედავენ, რომ დღემდე პოლიტიკაში არიან, მას შემდეგ, რაც იმ ჯარს, რომელიც ომში შეიყვანეს, შემდეგ თვითონვე დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა. კიდევ კარგი, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე მიიყვანა ეს საკითხები ჰააგაში. მათ შორის ჰააგაში იყო განხილვები, სწორად ასეთი მოღალატეობრივი ქცევის გამო “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და გამართლდა სრულად საქართველო და ქართული ჯარი. სხვა კიდევ ბევრი საკითხები იყო, რომელიც ეხება მაშინ უვიზო მიმოსვლის შემოღებას, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რუსეთს ფასი არ გადაეხადა იმ ოკუპაციისთვის რომელსაც საქართველოს ორ ტერიტორიაზე ახორციელებდა.

ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც შეწყვეტას, ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ. ეტყვიან, რომ რუსი უნდა ეზიზღებოდეთ და შეეზიზღებათ, ეტყვიან, რომ რუსი უნდა უყვარდეთ და ღვინის ბოთლით დახვდნენ საზღვარზე, ამას გააკეთებენ, ეტყვიან, ჩინეთი მტრად გამოაცხადონ, გამოაცხადებენ; ეტყვიან ჩინეთი მეგობრად უნდა გამოაცხადოთ, გამოაცხადებენ; ეტყვიან, აზერბაიჯანი უნდა იყოს მეგობარი, იქნება მეგობარი, ეტყვიან, აზერბაიჯანი იყოს მტერი, იტყვიან, რომ მტერია.

ეს ადამიანები არიან მარიონეტები, ეს არის სწორედ გაკვეთილი 2008 წლის, თუ რას ნიშნავს, როდესაც მარიონეტი უბრალოდ პოლიტიკური აქტივისტი კი არ არის, რომელსაც მხოლოდ ყვირილით და სიტყვით შეუძლია რამის დაზიანება, როდესაც მარიონეტი არის ხელისუფლებაში, ამას მიჰყავს ქვეყანა ომამდე, ეკონომიკურ კოლაფსამდე და კრიზისისამდე. „ნაციონალურ მოძრაობას“ არც მაშინ ეკითხებოდნენ რამეს, როცა რუსეთთან გადატვირთვა გამოაცხადა, რადგან გარედან ასე დაავალეს.

შეგახსენებთ, 2009 წელს აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადეს რუსეთთან. ამ დროს საქართველო ოკუპირებულია, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება არ სრულდება. 2010 წლის 9 მაისს აღლუმს ატარებენ ერთად წითელ მოედანზე. გამოდიან ბრიტანეთის, პოლონეთის და სხვა ევროპული ქვეყნების სამხედრო დანაყოფები და ერთობლივ აღლუმს მართავენ ქვეყანაში, რომელიც არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტო შეთანხმებას და ოკუპაციას ახორციელებს საქართველოში. ამ შემდეგ არის „ნორდ სტრიმის“ გახსნა გერმანიასა და რუსეთს შორის, საქართველო ოკუპირებულია, 2008 წლის 12 აგვისტო შეთანხმება არ სრულდება, ჩვენ გვადევს ემბარგო და სანქცია, ხოლო რუსეთთან ნავთობის მილსადენი გაიხსნა. მოხდა გადატვირთვა, ჩატარდა ჩემპიონატები, ოლიმპიადები და ა.შ.

მაშინ უთხრეს, ახლა თქვენ უნდა გადატვირთოთ ურთიერთობა რუსეთთან, აღარ უნდა წარმოაჩინოთ მათგან მტრის ხატი, სააკაშვილმა, როგორც მარიონეტმა, ეს ყველაფერი შეასრულა. შემდეგ დასჭირდათ სხვანაირად, მათ, როგორც მარიონეტებმა, ესეც შეასრულეს და დღეს რომ ჰკითხო, მათზე დიდი რუსუფობი არ არსებობს. თითქოს ეზიზღებათ ყველაფერი რუსული, მაშინ, როდესაც თუკი რაიმე გაკეთდა, რამაც საბოლოო ჯამში მეტი გავლენა მისცა რუსეთს საქართველოში, გაკეთდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში, იქნება ეს ეკონომიკური აქტივების გაყიდვა, ეს ომში შესვლა, რომელიც საბოლოო ჯამში ორი ტერიტორიის ოკუპაციით დასრულდა, იქნება ეს სხვა პრეფერენციები, რომლითაც მაშინ დაკავებულიყო სააკაშვილი რუსეთის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics