18:59 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-03 17:49:46, 227 ნახვა

ეკონომიკა
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო

საქართველოს ბანკი ინდმეწარმეების მხარდაჭერასა და წახალისებას განაგრძობს. ამ მიზნით, 1 აგვისტოდან დაიწყო გათამაშება, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით, გაგრძელდება და იმდმეწარმის სტატუსის მქონე მომხმარებლებს 100 000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან ფულადი პრიზების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

კამპანიის მთავარი უპირატესობა მონაწილეობის მარტივი მექანიკაა -  მომხმარებელს გათამაშებაში ჩასართავად ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში მხოლოდ ერთხელ შესვლა სჭირდება. გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ახალ, ისე არსებულ მომხმარებლებს, რომლებსაც 2026 წლის ივნისსა და ივლისში ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში ავტორიზაცია არ გაუვლიათ.

გათამაშება 4 შუალედურ და ერთ ფინალურ ეტაპად გაიმართება. ყოველ შუალედურ გათამაშებაზე სამი გამარჯვებული გამოვლინდება და საპრიზო ფონდი 12 500 ლარი იქნება: I ადგილი - 7 000 ლარი, II ადგილი - 3 000 ლარი, III ადგილი - 2 500 ლარი. ოთხი შუალედური გათამაშების ჯამური საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ფინალური გათამაშების საპრიზო ფონდს, გამარჯვებულები შემდეგ ფულად პრიზებს მიიღებენ: I ადგილი - 25 000 ლარი, II ადგილი - 15 000 ლარი, III ადგილი - 10 000 ლარი.

შუალედური გათამაშებები გაიმართება ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში, 15:00 საათზე, ხოლო ფინალური გათამაშება - 2027 წლის 4 იანვარს, 15:00 საათზე.

აღსანიშნავია, რომ ინდმეწარმედ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი. ბანკი ინდმეწარმედ რეგისტრაციის საფასურს სრულად დააქეშბექებს, რეგისტრირებულ პირებს კი გათამაშებაში ჩართვაც შეეძლებათ.

დეტალური პირობების გასაცნობად და გათამაშებაში ჩასართავად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ან ინტერნეტბანკს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics