|
2024-02-03 16:32:24, 1039 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ფაქტობრივად უუნაროა და ეს გამოწვეულია მათივე აბსოლუტურად არაადეკვატური პოლიტიკით
"ქართულ ოცნებას" აქვს კონკრეტული შედეგები დადებული, რომელიც გამოიხატება ბევრი მიმართულებით: ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, სოციალური პროგრამების ზრდა, ხელფასების და პენსიების მუდმივი ყოველწლიური ინდექსაცია და ზრდა, დიდი საერთაშორისო პროექტების განხორციელების რეალური პერსპექტივები და რა თქმა უნდა იგივე დემოკრატიის კუთხით, რომ ქვეყანაში თავისუფლება არის. ეს არის ის რეალური მოცემულობები რომელიც არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, “ოპოზიცია ფაქტობრივად უუნაროა და ეს უუნარობა გამოწვეულია მათივე აბსოლუტურად არაადეკვატური პოლიტიკით, რომელიც მათ მთელი ამ წლების განმავლობაში თვითონვე დაჟინებით ატარეს”. „იგივე ის რომ, ყველაფერს აკეთებდნენ რომ ევროკავშირის გზაზე შეფერხებები გვქონოდა და ჩვენ ამ გზაზე გამარჯვებას მივაღწიეთ. ასე რომ ეს არის ის რეალური საქმეები რომელიც დღეს საზოგადოების წინაშე არის წარმოდგენილი. უნდა საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი და უკეთესი? რა თქმა უნდა უნდა ისევე როგორც მეც მინდა და თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ ამის მიღწევას შემდგომი გამარჯვება და შემდგომი მუშაობა ჭირდება და ეს რა თქმა უნდა იზომება კიდევაც იმ სოციოლოგიური კვლევებით რომელსაც, ყველა პარტია თავისთვის, თავისი პოლიტიკის დაგეგმვისთვის ახორციელებს. ამიტომ ეს რეალური საქმეები გაიზომება და იზომება კიდევაც და ეს იძლევა იმის საფუძველს რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდეს”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)