|
2024-01-31 18:46:38, 686 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე - მე ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემონტაჟი იქნება შესაძლებელი
ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე... მე ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემონტაჟი იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, ერთობას საფუძვლად უნდა ედოს ღირებულებითი პრინციპი და უნდა ასახავდეს ხალხის ინტერესს. "ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე. ჩემი ეს პოზიცია არაერთგზის დამიფიქსირებია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებებით 2020 და 2021 წლებში და მისი ერთგული ვარ დღემდე. გარდა იმისა, რომ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგს, მაშინ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გამოცდილებაც - ერთობას საფუძვლად უნდა ედოს ღირებულებითი პრინციპი და უნდა ასახავდეს ხალხის ინტერესს - არა მხოლოდ ტექნიკურად უნდა იყოს მოსახერხებელი ერთად ყოფნა, არამედ ამ ერთობით საზოგადოებრივი ინტერესის უკეთ ასახვა და უკეთ განხორციელება უნდა იყოს შესაძლებელი. მალე აუცილებლად იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ამ და სხვა საკითხებზე, რომელიც იქნება საჯარო, ხალხის ინტერესითა და გამარჯვებისათვის საჭირო ქმედებებით ნაკარნახები - მე ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემოტაჟი, მისი ცვლილება ახალი ჯანმრთელი მოცემულობით იქნება შესაძლებელი; სადაც არ იარსებებს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მქონე არანაირი ხმა, გარდა ხალხის ხმისა - მათი მისწრაფებებისა და იქნება ორიენტირებული მომავალზე", - წერს მელია.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)