|
2024-01-31 12:26:02, 666 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი კობახიძეზე - პრემიერ-მინისტრის პოსტზე სხვა კანდიდატურა არ განიხილება
მნიშვნელოვანია ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ეს ისტორიული მომენტი იქნება - სხვა კანდიდატურა არ განიხილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე ის კანდიდატურაა, რომელზეც ახლა პარტია მსჯელობს. "ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება, თუ რატომ ტოვებს ის პრემიერ-მინისტრის პოსტს და რატომ ინაცვლებს ის პარტიაში. რაც შეეხება მის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, ვფიქრობ, ყველა თანხმდება, მათ შორის ოპოზიციაც, რომ ეს 3 წელი იყო გამორჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევებით. საქართველომ შეძლო, რომ ფაქტობრივად, იმ გამოწვევებით სავსე გარემოში, რაც ჩვენს გარშემო არის უსაფრთხოების მხრივ, მათ შორის პანდემიის ბოლო ეტაპი დაემთხვა მის პრემიერ-მინისტრობას, მისი ხელმძღვანელობით საქართველომ შეძლო ისტორიული პოლიტიკური მიღწევები ჰქონოდა სტატუსის სახით და ასევე, ისტორიული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები... რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, კანდიდატურა ხვალ პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც მსჯელობს პარტია და აქაც მნიშვნელოვანია ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, ვინაიდან პირველად, მას შემდეგ რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან და ეს არის პრინციპში მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიისა, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვხდებით ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის სახით", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 29 იანვარს განაცხადა.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)