|
2022-12-22 13:13:28, 995 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციის“ 2023 წლის ბიუჯეტი 65 მლნ ლარით განისაზღვრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, 2023 წელს, სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მასშტაბებს მნიშვნელოვნად გაზრდის. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, საქართველოს მელიორაციის 2023 წლის ბიუჯეტი 65 მლნ ლარით განისაზღვრა. სამელიორაციო სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციისათვის დაფინანსება, გასული წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით, 11,1%-ით გაიზარდა. აღნიშნული თანხიდან, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას 40 მლნ ლარი მოხმარდება, რაც 4 მლნ ლარით მეტია ვიდრე 2022 წელს ამ მიმართულებით იყო გათვალისწინებული. სარწყავი და სადრენაჟე არხების ექსპლუატაცია/მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებზე 25 მლნ ლარი დაიხარჯება. ბიუჯეტის თანხა ასევე მოიცავს არხების მოწესრიგებისა და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შეძენას, რისთვისაც 3.5 მლნ ლარია განსაზღვრული. ამ დროისათვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ჯამში 44.9 მლნ ლარის ღირებულების ტენდერებია გამოცხადებული, მათ შორის, „მშენებლობა განვადებით“ პრინციპის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ქვეყანაში 45 000 ჰექტარიდან (2012 წელი) 163 000 ჰექტარამდე, ხოლო დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 14 000 (2012 წელი) ჰექტარიდან 43 500 ჰექტარამდეა გაიზრდილი.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)