|
2022-12-21 13:34:44, 1133 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებსა და „კარდაკარ" კამპანიის შედეგებზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ერთობლივი ღონისძიების მიზანი იყო მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და UNHCR-თან თანამშრომლობით მიმდინარე კამპანიების შედეგების განხილვა, რომლებიც მოქალაქეობის არმქონე პირთა იდენტიფიცირებასა და დოკუმენტირებას ემსახურება. ღონისძიება გახსნეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელმა კემლინ ფურლიმ. „სასიხარულოა, რომ საქართველოს მიერ მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში განხორციელებული ღონისძიებები დადებითად ფასდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ევროპის ქვეყნებს შორისაც საქართველო ამ მხრივ მოწინავე პოზიციებს იკავებს. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველო ინარჩუნებს მოქალაქეობის არმქონე პირთა რიცხვის მკვეთრი კლების ტენდენციას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ყველა ასეთი პირის დოკუმენტირებას მათი უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციის მიზნით", - აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა და მადლობა გადაუხადა UNHCR-სა და სააგენტოს გუნდს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მიღწეული შედეგებისთვის. კემლინ ფურლიმ ხაზი გაუსვა მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას, რაც კიდევ უფრო მეტად აახლოებს ქვეყნის პრაქტიკას საერთაშორისო სტანდარტებთან. სააგენტოს თავმჯდომარემ, ქეთევან ბეთლემიძემ, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო მოქალაქეობის არმქონეობის შემცირებისა და პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები, ასევე, UNHCR-თან თანამშრომლობით მიმდინარე „კარდაკარ" კამპანიის ფარგლებში შესრულებული აქტივობები და მათი შედეგები. ღონისძიებას მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)