|
2022-06-23 17:47:10, 910 ნახვა
პოლიტიკა
ქართველი სტუდენტების მანიფესტი ევროპული მომავლისთვის
ჩვენ საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ მომავალს. - განაცხადეს სტუდენტებმა მათივე მიერ შექმნილი ევროპული მანიფესტის გაცნობის დროს. მათივე თქმით, საქართველოს სტუდენტები ირჩევენ ოლიგარქიისგან თავისუფალ სახელმწიფოს. " ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპას; ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ოლიგარქიისგან თავისუფალ სახელმწიფოს; ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანას; ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ სიტყვის თავისუფლებას, ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ განათლებას; ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ დამოუკიდებელ სასამართლოს; ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ სამართლიან არჩევნებს; ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ თანასწორობას; ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ წარმატებულ ეკონომიკას; ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ღირსეულ სამუშაო გარემოს; ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ანტირუსეთულ პოლიტიკას; ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ თავისუფალ, მშვიდობიან, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას მანიფესტს ამ ეტაპზე უერთდებიან 15 უნივერსიტეტის სტუდენტები ". - ნათქვამია განცხადებაში შეგახსენებთ, რომ ევროპული პარლამენტის აგდაწყვეტილების მიხედვით საქართველოსთვის სტატუსის გადაცემა მოხდება მაშინ, როცა მთავრობა დააკმაყოფილებს დასახულ პრიორიტეტებს
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)