01:04 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 21:13:55, 1134 ნახვა

პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლეიენი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე უნდა შევაფასოთ თუ რამდენად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს

უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს უნდათ მეტი დემოკრატია, მათ უნდათ მეტი თავისუფლება, უფრო ძლიერი რეფორმები, ისინი გვეუნებიან, რომ მათ უნდათ ევროპა. - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტის პლენალურ სხდომაზე.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსამდე უნდა შემოწმდეს რამდენად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს

"საქართველო იზიარებს იგივე მისწრაფებებს, როგორც უკრაინა და მოლდოვა. მის აპლიკაციას აქვს ძალა. უფრო კონკრეტულად, მისი ეკონომიკის საბაზრო კურსი, ძლიერი კერძო სექტორით. თუმცა წარმატების მისაღწევად ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, მან უნდა დასახოს სწორი გზა სტურუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც შესაბამის რეფორმებს მოიცავს, აერთიანებს საზოგადოებას და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, რომ მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ სანამ საქართველოს კანდიდატის სტატუს მიანიჭებს შეაფასოს, თუ როგორ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს.
თუ რამდენად წინ წავლენ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, პრიველ რიგში, დამოკიდებულია მათ ქმედებებსა და პროგრესზე, მაგრამ ჩვენ როგორ ვუპასუხებთ მათ პროგრესს, ეს უკვე ჩვენი და მხოლოდ ჩვენი არჩევანია". - ნათქვამია განხხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ორ დღეში უნდა გახდეს ცნობილი ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სტატუსზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics