|
2022-06-22 11:44:46, 868 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა კარლ ჰარცელს ევროპელ ლიდერებთან გასაგზავნად წერილი გადასცა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროპელ ლიდერებთან გასაგზავნად წერილი გადასცა. მარგველაშვილის მიერ შედგენილ გზავნილს ხელი 2016 წლამდე მოქმედმა ყველა უმაღლესი თანამდებობის პირმა, მათ შორის არიან მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარეებიმა მოაწერეს ხელი. მარგველაშვილის თქმმით, ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება. „მე დავინახე სამი შესაძლებლობა ამ მიმართულებით. პირველი ეს იყო საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვა და ეს გამოხატული იქნა გუშინ წინ ზე აღმატებული ფორმით. მეორე იყო ამ წერილზე პოლიტიკური კლასის, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ერთიანობის გამოხატვა და ეს გამოიხატა 2016 წლამდე ჩათვლით. მესამე ჩემი აზრით არის პოლიტპატიმრების გამოშვება. კიდევ 3 დღეა 24 რიცხვამდე, თუ სააკაშვილს გაუშვებენ სამკურნალოდ და გვარამიას გამოუშვებენ, ჩემი აზრით, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება. მე არ ვიცი გვარამიას მანქანის არასწორ მოხმარებაზე საპყრობილეში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა”,- განაცხადა მარგველაშვილმა. ამასთან, მარგელაშვილის მიმართვას არ შეუერთდნენ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნების" მმართველობის ბოლო პერიოდში არჩეული პარლამენტის თავმჯდომარეები. „პრეზიდენტისგან ვიღაცამ გამომიგზავნა პოზიცია, რომ პრეზიდენტმა ასეთი წერილი უკვე გააგზავნა. თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ისტორიული წერილია, სადაც ყველა ერთად მოვაწერდით ხელს. ჩვენი ყველას ბედზე უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს მომავალი და მისი ისტორიული პერსპექტივა”,- დასძინა მარგველაშვილმა. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)