|
2022-06-20 14:56:12, 757 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, დღევანდელი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა
თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, დღეს დაგეგმილი აქცია „შინ ევროპისკენ“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. „ეს აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. ყველაფერს პირდაპირ უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ხალხი ყველაფერს ხვდება. თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს, ძალიან ცდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება პოლარიზაციის დასრულებას, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ეს ცალმხრივად ვერ მოხდება-ხელისუფლება ამისთვის მზადაა, თუმცა ოპოზიცია კვლავ აქციებს აანონსებს. „მე იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში, შესაძლებელია დეპოლარიზაცია მოხდეს. ცხადია, ყველა ოპოზიციურ პარტიაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ დიდი ნაწილი არის ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი, რომელთა მთავარი ამოცანაა, როგორ შეაფერხონ ჩვენი ქვეყანის წინსვლა და განვითარება. თუმცა ჩვენ, ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ამის შესაძლებლობა არავის უნდა მივცეთ. რა თქმა უნდა, იმ ოპოზიციურმა პარტიებმა და ზოგიერთმა ლიდერმა, ვისაც ნამდვილად აქვს ქვეყნის განვითარების სურვილი, ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ დეპოლარიზაციისთვის. ქვეყნის წარმატება მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. პოლარიზაციის დასრულება ცალმხრივად ვერ მოხდება. ხელისუფლება მზად არის, რომ დაასრულოს პოლარიზაცია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და ოპოზიციის მხრიდანაც უნდა გადაიდგეს ნაბიჯები. თუმცა ჩვენ ვხედავთ მათ განცხადებებს, დაანონსებულ აქციებს ხელისუფლების დასამხობად, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ხელისუფლების ცვლილებები ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება. ვინც შეეცდება არაკანონიერი გზით რევოლუცია განახორციელოს, ამას კანონის ფარგლებში რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)