08:07 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-12 11:11:01, 1236 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - თუ უკრაინის ამოცანაა, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, ამ ამოცანას მიჰყვება ნაცმოძრაობა და ხალხი, ვინც ამ უნამუსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი

 პოზიცია, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, თუ უკრაინის ამოცანაა, ამ ამოცანას მიჰყვება როგორც ნაცმოძრაობა, ისე ის ხალხი, ვინც ამ აბსოლუტურად უნამუსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი,- ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეა საუბარი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას პარლამენტის ვიცესპიკერმა აღნიშნა, რომ ახლა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ინტერესებში შედის, რასაც ევროპაც მხარს უჭერს.

"უკრაინა არის ფარი და ამბობს – მეორე ფრონტი რატომ არ იხსნება? ეს აიტაცა ნაცმოძრაობამ, თუ პირიქითაა, თუ ერთნი არიან და ამბობს, მეორე ფრონტი რომ გაიხსნას, ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ევროკავშირს მთლიანად, როდესაც ასეთი სერიოზული პრეტენზიებია დაყენებული მათ მიმართ რუსეთის მხრიდან. ეს პოზიცია, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, თუ უკრაინის ამოცანაა, ამ ამოცანას მიჰყვება როგორც ნაცმოძრაობა, ისე ის ხალხი, ვინც ამ აბსოლუტურად უნამუსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი,"- აცხადებს გია ვოლსკი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics